ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერებადა μνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული.

ყაყაჩოს ცრემლები

პროექტის სახელი:"ყაყაჩოს ცრემლები“
პროექტის მოკლე აღწერა:ნარკოტიკული ნივთიერებები.
პროექტის სრული აღწერა:თემა ნარკომანიაზე,ნარკოტიკული ნივთიერებების კლასიფიკაცია,მათი ფარმაკოლოგია,მოქმედება ორგანიზმზე,მოზარდი თაობის ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება,ეცნობიან დაავადებებს,რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებიდან გამომდინარეობს:შიდსი,ჰეპატიტი,ვენერიული დაავადებები და სხვა.აგროვებენ ინფორმაციას ადამიანის სხვა მავნე ჩვევების შესახებ:ალკოჰოლი,თამბაქო.იკვლევენ თუ რაოდენ ააააუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი მოზარდისათვის.ებმებიან დისკუსიაში "ნარკომანია-სენი თუ დანაშაული"მოიძიებენ ინფორმაციას სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ.მოაგროვებენ ცნობებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან-სტატისტიკური მონაცემები.
ასაკი: 14-17 წელი
ვადები:12 კვირა
აქტივობები:დისკუსია,წარმოსახვითი ისტორიების შექმნა,ფოტო-გამოფენა,საკუთარი ნაშრომების გამოფენა,მხიარული სტარტები.
საგნობრივი კავშირი:ქიმია,ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება.ფიზიკური აღზრდა
მოსალოდნელი შედეგები:ჯანსაღი ცხოვრების წესი
სარგებელი სხვებისთვის:სრული ინფორმირება,ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი:ნინი ჯაშიაშვილი
ელ.ფოსტა:ninojash@gmail.com
პროექტის ფორუმი:არის თუ არა ნარკომანია განკურნებადი?
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nini jashqimia

ნარკოტიკული ისტორია

***მას პირველად ძველი ინდიელები გაეცნენ. ინკებმა კოკას ფოთლების მატონიზირებელი თვისება მეთერთმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. მართალია,ისინი ფოთლებს უბრალოდ ღეჭავდნენ, თუმცა შეგრძნებები ისეთივე ქონდათ,როგორც კოკაინის დღევანდელ მომხმარებელს, ოღონდ ასჯერ უფრო სუსტი.
***1859 წელს გერმანელმა მეცნიერმა,ალბერტ ნიუმანმა, კოკას ფოთლებისაგან მიიღო მატონიზირებელი ნივთიერება, თეთრი ფხვნილის სახით.მეცნიერმა ფხვნილს სუნი და გემო გაუსინჯა,სახელწოდებაც მანვე მოუძებნა და ,,კოკაინი” უწოდა.
***1863 წელს კოკაინს პირველად მოუძებნეს პრაქტიკული გამოყენება.მას უმატებდნენ კორსიკულ ღვინოში,,ვინ მარიანში”,რომელმაც მთელი ევროპა დაიპყრო.მას რომის პაპიც კი სვამდა.
***1886 წელს ამერიკაში უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი კოკა-კოლა გამოჩნდა. 20 წლის განმავლობაში მთელი ამერიკა ყოველ ერთ ჭიქა კოკა-კოლასთან ერთად 60 მილიგრამ კოკაინს იღებდა.
***1900 წელს აფთიაქებში თავისუფლად იყიდებოდა კოკაინი,ფარმაცევტები,მწარე ფხვნილის მიღებას ურჩევდნენ მათ ვინც თავს შეუძლოდ გრძნობდა.
***1916 წელს თეთრი ფხვნილის მოდამ ამერიკის სენატრშიც შეაღწია და როგორც იქნა მიხვდნენ,რომ ის ისეთივე საშიში ნარკოტიკი იყო როგორც ჰეროინი. ჰარისონის აქტმამ დაანგრია მითი მისი უწყინარობის შესახებ.კოკაინი მიაკუთვნეს ,,ა”ჯგუფის ნარკოტიკს და გამოაცხადეს როგორც განსაკუთრებულად საშიში და მავნე.

суббота, 9 января 2010 г.

კანაფი



ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებებს მიეტანა. კანაფი, ჩვენში უფრო "პლანის" სახელით რომ იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია, თუმცა მას საფრთხედ თითქმის არავინ აღიქვამს. მომხმარებელთა უმრავლესობას ის უწყინარ გასართობად მიაჩნია. მართლა უვნებელია "პლანი"?
კანაფი, იგივე კანაბისი (ჩანნაბის შატივა), ფსიქოაქტიური თვისებების წყალობით გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე ექსტაზური მდგომარეობის მისაღწევად. მას ნარკოტიკების სამყაროს კარიბჭეს უწოდებენ. ვინაიდან, წესისამებრ, ის არის პირველი არალეგალური ფსიქოტროპული საშუალება, რომელსაც ეცნობიან მომავალში სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებლები."პლანს" შეუძლია გამოიწვიოს ნარკოტიკული მიჩვევა და მოახდინოს მავნე ზემოქმედება ორგანიზმის მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. დღესდღეობით ამაზე აღარავინ დავობს. დამოკიდებულების ჩამოყალიბებამდე ზოგჯერ საკმაო ხანი გაივლის, ზოგჯერ კი მიჩვევა მალევე ყალიბდება. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - როგორც ორგანიზმის თავისებურებებზე, ასევე ნარკოტიკის დოზებსა და მიღების ჯერადობაზე.
უკვე აღარავინ მალავს, რომ ჩვენში მარიხუანას თითქმის ყველა ახალგაზრდა ეწევა, გოგონებიც კი...კანაბისის მოხმარება მართლაც ფართოდ არის გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში და, ჩვენდა სავალალოდ, არამც თუ მომხმარებლები, მათი გარემომცველი წრეც კი არ აფასებს სათანადოდ ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებისგან მომავალ საფრთხეს. ხშირად ეწევიან გოგონებიც. თუმცა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები დღესდღეობით არ არსებობს, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, მოხმარებას იწყებენ ადრეულ პუბერტაციულ (13-14 წლის) ასაკში, განსაკუთრებით ინტენსიურად მოიხმარენ 16-დან 19 წლამდე, შემდგომ კი მიჩვევის შესაბამისად.
კანაფით ნარკოტიკული თრობის სურათი ბევრად არის დამოკიდებული ნარკოტიკის დოზაზე, განწყობაზე, გარემო პირობებზე, ინდივიდუალურ ამტანობაზე. კანაბისის მოხმარების ზღურბლოვან დოზად ითვლება 50 მგ/კგ. 150-200 მგ/კგ-ის მიღება გამოხატულ ეფექტს იწვევს, ხოლო 300-480 მგ/კგ-ისა - ცნობიერების დარღვევას და ჰალუცინაციებს.
კანაბისით ტიპურ მწვავე ინტოქსიკაციაში გამოყოფენ 4 ძირითად ფაზას:
I - შიშის ფაზა: შიში, შფოთვა, ფორიაქი, თავბრუხვევა, კიდურების სიმძიმე;
II - ფსიქოსენსორული და აფექტური დარღვევების გაძლიერების ფაზა: ცნობიერებისა და აზროვნების ცვლილება, უაზრო, არაპროდუქტიული მეტყველებითი და მოძრაობითი აქტიურობა, აღქმის დარღვევა (სპეციფიკურად ირღვევა მეხსიერება), მიდრიაზი - გუგების გაფართოება, თვალების ბრწყინვა, კონიუნქტივის ინიცირება, პირის სიმშრალე, პულსისა და არტერიული წნევის მომატება, მყეს-ძვალთა რეფლექსების გაცხოველება, კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება;
III - ღრმა ინტოქსიკაცია: ამ ფაზაში აღქმისა და ცნობიერების დარღვევა ძლიერდება, აზროვნება დაუკავშირებელი ხდება, შესაძლოა, მასში გამოიკვეთოს ბოდვითი შინაარსი, თუმცა ბოდვითი გამოვლინება უმთავრესად მეორეულია და აფექტურ-სენსორული სფეროს დარღვევათა გავლენით წარმოიშობა;
IV - თრობის მდგომარეობიდან გამოსვლა: ჰიპერგია, მოდუნება, სისუსტე, ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, სიფითრე, ასთენიურ ფონზე მკვეთრად გამოხატული შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, რომელსაც მოჰყვება ხანგრძლივი, მაგრამ ზედაპირული და მშფოთვარე ძილი.
არსებობს კანაბისით თრობის ატიპური გამოვლინებებიც, თუმცა ისინი უმთავრესად პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას იჩენს თავს. გამოყოფენ ჰაშიშურ ინტოქსიკაციურ დელირიუმს, ონეროიდულ სინდრომს და სხვა. მათ უმთავრესად ახასიათებთ დეზორიენტაცია ცნობიერების დაბინდვის ფონზე, დეპერსონალიზაციის ელემენტები, აზროვნების შენელება, მეხსიერების დაქვეითება. ზოგჯერ წარმოიშობა ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციებიც. არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფთან კონტაქტში შესვლა ძალიან ჭირს.
კანაბისი ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ყველა კანაბინოიდი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა და გროვდება ლიპიდებით მდიდარ ქსოვილებში: ტვინში, ფილტვებში, სასქესო ორგანოებში, აგრეთვე უჯრედის მემბრანებში, რომელთა გავლითაც აღწევს უჯრედის ბირთვს და ცვლის ბიოქიმიურ პროცესებსა და უჯრედთა მეტაბოლიზმს, არღვევს დნმ-ს, რნმ-სა და უჯრედოვანი ცილების სინთეზს. ამის შედეგად უჯრედოვანი აქტივობა ქვეითდება ან წყდება, რასაც ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციის დარღვევა მოჰყვება. მეხსიერების ხანმოკლე დარღვევაზე, მიზნებისა და ინტერესების შეზღუდვაზე აღარაფერს ვიტყვი - უარეს შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს ოვულაცია, სპერმის წარმოქმნა, განვითარდეს Bბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა, პირის, ხახის, მკერდის კიბო...


- როგორ დააღწიონ თავი პლანის მომხმარებლებმა ამ მავნე ჩვევას?
დაავადების საწყის ეტაპზე მისგან თავის დაღწევა არც ისე ძნელია. მთავარია, დროულად და სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს სამკურნალო თუ პროფილაქტიკური ღონისძიებები. დიდ როლს ასრულებს ის სოციუმიც, რომელშიც წამალდამოკიდებულს უხდება ცხოვრება. მთავარია, ეს ეტაპი არ გამოგვეპაროს და რჩევისთვის სპეციალისტს მივმართოთ. ყოველი არაადეკვატური ქმედება, უცნაური ქცევა, აზრი, გამომეტყველება შემჩნეული და სათანადოდ გაანალიზებული უნდა იქნეს. კიდევ ერთი: აუცილებელია, დაავადებულს შევუქმნათ მოტივიაცია ფხიზელი ცხოვრების რეჟიმისა და მკურნალობისთვის. რაც უფრო შინაარსიანია მოზარდის ცხოვრება, რაც უფრო დიდია მისი სულიერი საზრისი, რაც უფრო ჰარმონიული კავშირია მასა და მშობლებს, სოციალურ გარემოს შორის, მით უფრო ნაკლებია ამ მძიმე სენით დაავადების საფრთხე.

Комментариев нет:

Отправить комментарий