ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერებადა μνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული.

ყაყაჩოს ცრემლები

პროექტის სახელი:"ყაყაჩოს ცრემლები“
პროექტის მოკლე აღწერა:ნარკოტიკული ნივთიერებები.
პროექტის სრული აღწერა:თემა ნარკომანიაზე,ნარკოტიკული ნივთიერებების კლასიფიკაცია,მათი ფარმაკოლოგია,მოქმედება ორგანიზმზე,მოზარდი თაობის ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება,ეცნობიან დაავადებებს,რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებიდან გამომდინარეობს:შიდსი,ჰეპატიტი,ვენერიული დაავადებები და სხვა.აგროვებენ ინფორმაციას ადამიანის სხვა მავნე ჩვევების შესახებ:ალკოჰოლი,თამბაქო.იკვლევენ თუ რაოდენ ააააუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი მოზარდისათვის.ებმებიან დისკუსიაში "ნარკომანია-სენი თუ დანაშაული"მოიძიებენ ინფორმაციას სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ.მოაგროვებენ ცნობებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან-სტატისტიკური მონაცემები.
ასაკი: 14-17 წელი
ვადები:12 კვირა
აქტივობები:დისკუსია,წარმოსახვითი ისტორიების შექმნა,ფოტო-გამოფენა,საკუთარი ნაშრომების გამოფენა,მხიარული სტარტები.
საგნობრივი კავშირი:ქიმია,ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება.ფიზიკური აღზრდა
მოსალოდნელი შედეგები:ჯანსაღი ცხოვრების წესი
სარგებელი სხვებისთვის:სრული ინფორმირება,ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი:ნინი ჯაშიაშვილი
ელ.ფოსტა:ninojash@gmail.com
პროექტის ფორუმი:არის თუ არა ნარკომანია განკურნებადი?
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nini jashqimia

ნარკოტიკული ისტორია

***მას პირველად ძველი ინდიელები გაეცნენ. ინკებმა კოკას ფოთლების მატონიზირებელი თვისება მეთერთმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. მართალია,ისინი ფოთლებს უბრალოდ ღეჭავდნენ, თუმცა შეგრძნებები ისეთივე ქონდათ,როგორც კოკაინის დღევანდელ მომხმარებელს, ოღონდ ასჯერ უფრო სუსტი.
***1859 წელს გერმანელმა მეცნიერმა,ალბერტ ნიუმანმა, კოკას ფოთლებისაგან მიიღო მატონიზირებელი ნივთიერება, თეთრი ფხვნილის სახით.მეცნიერმა ფხვნილს სუნი და გემო გაუსინჯა,სახელწოდებაც მანვე მოუძებნა და ,,კოკაინი” უწოდა.
***1863 წელს კოკაინს პირველად მოუძებნეს პრაქტიკული გამოყენება.მას უმატებდნენ კორსიკულ ღვინოში,,ვინ მარიანში”,რომელმაც მთელი ევროპა დაიპყრო.მას რომის პაპიც კი სვამდა.
***1886 წელს ამერიკაში უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი კოკა-კოლა გამოჩნდა. 20 წლის განმავლობაში მთელი ამერიკა ყოველ ერთ ჭიქა კოკა-კოლასთან ერთად 60 მილიგრამ კოკაინს იღებდა.
***1900 წელს აფთიაქებში თავისუფლად იყიდებოდა კოკაინი,ფარმაცევტები,მწარე ფხვნილის მიღებას ურჩევდნენ მათ ვინც თავს შეუძლოდ გრძნობდა.
***1916 წელს თეთრი ფხვნილის მოდამ ამერიკის სენატრშიც შეაღწია და როგორც იქნა მიხვდნენ,რომ ის ისეთივე საშიში ნარკოტიკი იყო როგორც ჰეროინი. ჰარისონის აქტმამ დაანგრია მითი მისი უწყინარობის შესახებ.კოკაინი მიაკუთვნეს ,,ა”ჯგუფის ნარკოტიკს და გამოაცხადეს როგორც განსაკუთრებულად საშიში და მავნე.

суббота, 9 января 2010 г.

ანტიდეპრესანტების მიღება უსაფრთხო არ არის

მავნე ნივთიერებების ზეგავლენაზე ინფორმაცია რომ ჰქონდეთ ადამიანებს მაშინ, როცა მიბაძვით, თავის მოსაწონებლად, თვითდასამკვიდრებლად თუ უბრალოდ, დროის მოსაკლავად სინჯავენ ნარკოტიკს, მათი უმრავლესობა თუ არა, ნახევარი მაინც უარს იტყოდა გასინჯვაზე. არავინ იცის, მერამდენე გასინჯვა აღმოჩნდება საბედისწერო და დამოკიდებულს გახდის მავნე ნივთიერებაზე პიროვნებას. შეიძლება საამისოდ ერთი "დაგემოვნებაც" კი საკმარისი იყოს. როგორც წესი, ინფორმაციას ამა თუ იმ "კაიფის" გამომწვევ ნივთიერებაზე ადამიანები ან უკვე განარკომანებულნი იძიებენ, როცა უკან დახევა ძალზე ძნელია, ან მაშინ, როცა რომელიმე ინფექციური დაავადებით დასნებოვანდებიან. დასნებოვნების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ მთავარი დამნაშავე "წამლის გაჩხერა" ყოფილა. თუმცა, არც მოსაწევი ნარკოტიკებია ორგანიზმისთვის ნაკლებად დამანგრეველი.
მაინც რა ზეგავლენას ახდენენ მავნე ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობაზე? რადენად შეეფერება სიმართლეს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების არსებობა, ან რამდენად რეალურია ის, რომ ზოგი ნაკლებ დამანგრევლად მოქმედებს ორგანიზმზე?როგორც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში გვითხრეს, მარიხუანა გამომშრალი კანაფის ანუ კანაბისის ფოთოლია, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინზე. ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, კარგავს კონტროლს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. სხვადასხვა ადამიანზე ეს ნივთიერება განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს. იგი "ურტყამს" თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას, ემოციებსა და განსჯას. არღვევს ასევე თავის ტვინის იმ უბნების მოქმედებას, რომელიც კოორდინაციას განაგებს. ეს კი იწვევს მოძრაობის დარღვევას და ქმნის ავტოავარიების მაღალ რისკს. ის, რომ "პლანის" ერთჯერადმა მოწევამ ვინმესთვის შეიძლება უპრობლემოდ ჩაიაროს, არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება არ ქმნის სერიოზულ რისკს. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზისმაგვარი მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობითი და სმენითი მოჩვენებები და შიშები.
"პლანის" მოწევა პრაქტიკულად განუკურნებელ ფსიქიკურ აშლილობებს, თუნდაც "ჰაშიშურ ფსიქოზს" იწვევს, რაც ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას. იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ კი, თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს, განსაკუთრებით მოზარდებში. ამ ცვლილებების ზეგავლენით ქვეითდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მცირდება თავის ტვინის უჯრედების რაოდენობა, რომელიც აზროვნების ყველა პროცესში მონაწილეობს. ხდება აზროვნების შენელება, აღქმის მოშლა. თავის იჩენს ასევე გონებრივი შეზღუდვის ნიშნები.
მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებს გარკეული სიმპტომები ახასიათებთ. კერძოდ, თვალების ლორწოვანი გარსის გაწითლება, გუგების გაფართოება, გულისცემის აჩქარება, მომატებული არტერიული წნევა, გადაადგილების შენელება და მოძრაობის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, შიმშილის გრძნობა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევა, უაზროდ ბევრი ლაპარაკი, ეიფორია, შფოთვა, დროისა და სივრცის შეგრძნების დარღვევა, სმენისა და მხედველობის პათოლოგიური შეცვლა, მოჩვენებები.
რაც შეეხება აქროლად საინჰალაციო საშუალებებსა და ორგანულ გამხსნელებს, მათი მოხმარება ნარკოტიკული თრობის მიზნით ნარკოდამოკიდებულების უმძიმეს ფორმას იწვევს. აქროლად გამხსნელებს ნერვულ სისტემაზე ძლიერი ტოქსიკური ზემოქმედება ახასიათებთ, რის გამოც ხშირად ამ ნივთიერებებს ტოქსიკურს, ხოლო მათ მოხმარებას - ტოქსიკომანიას უწოდებენ. ტოქსიკომანიით ქუჩაში მცხოვრები ბავშვებიც არიან გატაცებულნი, რადგან მათი მოპოვება შედარებით იოლია ქუჩაში. საინჰალაციო საშუალებებს განეკუთვნება სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის აქროლადი ორგანული გამხსნელები, რომელიც შედის წებოების, საღებავების, პესტიციდების, აეროზოლების, ლაქების ამომყვანი სითხეების, საწვავის სითხეების და სხვათა შემადგენლობაში. ამ საშუალებების მოხმარება აზროვნების, მეხსიერების და აღქმის პროცესების ძლიერ დარღვევებს და ჭკუასუსტობას იწვევს. საინჰალაციო საშუალებების პირველი შესუნთქვისთანავე აღინიშნება მოჩვენებები, თავის ტკივილი, გულის მუშაობის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა; შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის მოშლა, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება.
დღეს გავრცელებული სტიმულატორები, კოქტეილები, ე.წ. "ვინტი" თუ "ჯეფი" მოქმედებენ ძირითადად ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე და იწვევენ მათ აგზნებას. სტიმულატორები ქიმიურად ძალიან აქტიური ნივთიერებებია. ასე რომ, იოლია დოზის გადაჭარბება და მწვავე მოწამვლის განვითარება. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, ამ დროს აღინიშნება ძლიერი მოუსვენრობა შფოთვითა და აგზნებადობით, უძილობა, აუტანელი თავის ტკივილი, გულისცემისა და არტერიული წნევის მატება, სუნთქვის გახშირება, ხშირად აღინიშნება კრუნჩხვები. სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლით, სხეულის გაუწყლოებით და გადახურებით.
სტიმულატორების ქრონიკული მოხმარებისას ვითარდება ფიზიკური და ფსიქიკური დაზიანებები: ძლიერი დეპრესია, პანიკური და მანიაკალური მდგომარეობა, ფსიქოზურ-შიზოფრენიული სიმპტომები. ფსიქოზური რეაქციები შეიძლება ერთჯერადი მოხმარებითაც განვითარდეს. დღეს გავრცელებულ შედარებით იაფფასიან ნარკოტიკულ კოქტეილებს ახასიათებთ ასევე პარკინსონის დაავადების მაგვარი მდგომარეობის განვითარება - ხელების კანკალი.
სტიმულატორების ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის სიმპტომებია უძილობა, უმადობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, პანიკა, ეიფორია, ემოციური და ფიზიკური აღგზნება, უაზრო, გადაჭარბებული მოძრაობა, უკონტროლო აგრესია, რომელსაც მოჰყვება საკუთარი თავის თუ სხვის მიმართ დაუნდობლობა, ფიზიკური ზიანის მიყენება და სიცოცხლის ხელყოფაც კი.
რაც შეეხება დეპრესანტებს, ანუ დამამშვიდებლებს, საჭიროების შემთხვევაში ექიმები ავადმყოფებს უნიშნავენ. ზოგი ფიქრობს, რომ მათი მიღება უსაფრთხოა და ექიმის დანიშნულების გარეშეც არის დასაშვები. მედიკოსები მხოლოდ გარკვეული ვადით ნიშნავენ ამ პრეპარატებს, რადგან ხანგრძლივად გამოყენება მათზე მიჯაჭვულობას იწვევს. ამ პრეპარატებზე დამოკიდებულ პირებს გამოხატული აქვთ უმძიმესი "აღკვეთის სინდრომი" ანუ "ლომკა" გაუსაძლისი ტკივილებით; გულყრა, მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების კონცენტრირების დაკარგვა, მეტყველების შენელება და გაღარიბება, აზროვნების დაქვეითება, რაც შეიძლება ჭკუასუსტობით დამთავრდეს. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, საძილე და დამამშვიდებელი ნივთიერებების მაღალი დოზები ერთჯერადი მოხმარებისთვისაც ძალზე სახიფათოა. მათ შეიძლება გამოიწვიონ სუნთქვისა და გულის მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა და სიკვდილი.

მერი ნამორაძე ბგაზეთი "ახალი თაობა"
ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

ტოქსიკომანია

ყოველდღიურ საუბარში ტოქსიკომანებს მათ ვუწოდებთ, ვინც ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვის გზით ცდილობს ეიფორიის განცდას, მედიცინაში კი ტოქსიკომანები არიან ისინიც, ვინც ინჰალანტების შესუნთქვასთან ერთად ავადმყოფურ ლტოლვას ფსიქოტროპულ, საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების მიმართაც ამჟღავნებენ. ტოქსიკომანია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მოზარდებს შორის. მფრინავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს მრავალი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება, რომლებიც თავისუფლად იყიდება. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.
საინჰალაციო ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევები მე-19 საუკუნის ბოლოს აღწერეს. ეს მედიცინის მუშაკების მიერ სანარკოზე ეთერის ორთქლის შესუნთქვა გახლდათ. მე-20 საუკუნის შუა ხანებში აშშ-ში, ევროპაში, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაშიც მოზარდები სულ უფრო და უფრო ხშირად შეისუნთქავდნენ სხვადასხვა აიროვან ნივთიერებას: ბენზინის ორთქლს, ზოგიერთი სახის წებოს, გამხსნელებსა და მეწაღეთა კრემებს.

ინჰალანტის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაცია
შესუნთქული ინჰალანტი სისხლის ნაკადში ძალზე სწრაფად ხვდება, პირდაპირ მოქმედებს თავისა და ზურგის ტვინზე, პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. დროთა განმავლობაში ტოქსიკომანების ტვინში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები ვითარდება, პატარავდება ტვინის ქერქი და ტვინის ზოგიერთი უბანი. ორგანიზმში მოხვედრილი ინჰალანტები განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილთან "მეგობრობენ" და ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველა ორგანოშია, ტოქსიკომანიაც ყველა ორგანოს აზიანებს. ყველაზე მეტად ზიანდება ტვინის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ტვინს იცავს და ნერვთა შორის კავშირს აუმჯობესებს, ამიტომ ტოქსიკომანები ნელ-ნელა კარგავენ აზროვნების, მეხსიერების, კუნთების კოორდინირებულად მოძრაობის უნარს და სხვა ვეგეტაციურ ფუნქციებს.
ტოქსიკური ნაერთების შესუნთქვა იწვევს მწვავე ინტოქსიკაციას, რომელიც 4 თანმიმდევრულ ფაზად ვითარდება:
I ფაზა იწყება ინჰალანტის 2-3 შესუნთქვის შემდეგ. ვითარდება თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წრეში ტრიალებო. გულისცემა ძლიერდება, მხედველობა ორმაგდება. სუბიექტი ითენთება და კოორდინაცია ერღვევა. თავს იჩენს სიმპტომები, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეზე მიგვითითებს. ხშირად მოზარდები უსიამოვნო შეგრძნებათა სიმრავლის გამო სწორედ ამ ფაზაში წყვეტენ ჩასუნთქვას.
II ფაზა, ეიფორია, მე-4-5 ჩასუნთქვაზე იწყება. ყველა წინა სიმპტომი ქრება და მათ ცვლის ხალისიანი განწყობა, სიმსუბუქე და ტალღისმიერი თავბრუხვევა.
III ფაზა, თრობა, იწყება მე-7-8 ჩასუნთქვაზე. ამ დროს ცნობიერება იბინდება. ხშირია გონების დაკარგვა. ტალღისებურ ეიფორიას უწონადობის განცდა ცვლის. ირღვევა დროისა და სივრცის, საგნების, ბგერების აღქმა. სუბიექტები არაადეკვატურობის გამო სწორედ ამ ფაზაში სჩადიან სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებებს. ეს ფაზა 15-20 წუთს გრძელდება.
IV, ფსიქოზური ფაზა - თავს იჩენს სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, დევნის შიში. ყოფილა შემთხვევები, როცა "მდევრისგან" თავის დასაღწევად მოზარდები ფანჯრიდან, სახურავიდან, ხიდიდან გადამხტარან. ეს ფაზა გრძელდება 20-25 წუთს. თრობის სრული სურათი დაახლოებით 45-60 წუთს გასტანს. მოწამვლის ნარჩენი შედეგები 1-3 დღე გრძელდება და მიღებულ დოზასა და ინჰალანტის სახეობაზეა დამოკიდებული.
დამოკიდებულების ფორმირებაზე მეტყველებს შემდეგი ნიშნები:
მოზარდი უკვე კომპანიისგან დამოუკიდებლად, მარტო ისუნთქავს ინჰალანტებს;
იზრდება გამოყენებული ნივთიერების ოდენობა - ადრე თუ ნახევარი ტუბი წებო ჰყოფნიდა, ახლა ერთიც აღარ კმარა;
დღეში ზედიზედ იტარებს რამდენიმე ინჰალაციას;
აგრესიას ამჟღავნებს იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამას უშლის.


ტოქსიკომანიის გართულებანი
ტოქსიკომანიისას გამოყენებული ინჰალანტები აღიზიანებენ ცხვირს, ცხვირ-ხახას, საყლაპავს, ტრაქეას, ფილტვებს, ამიტომ ტოქსიკომანებს გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა აქვთ, ხშირად ახველებენ, უვითარდებათ მწვავე პნევმონია ფილტვის ქსოვილის ქიმიური დაზიანების გამო. გართულებანი თავს იჩენს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა... მოსალოდნელია ტოქსიკური ნეფროპათიის (თირკმელების დაზიანება) და ტოქსიკური ჰეპატიტის (ღვიძლის დაზიანება) განვითარებაც. დოზის ძლიერი გადაჭარბებისას ვითარდება ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის მწვავე მოშლილობა. ცნს-ის პათოლოგიები გონების დაბინდვიდან კომამდე პროგრესირებს. შესაძლოა განვითარდეს ძლიერი კრუნჩხვა. ასეთ დროს დროული სამედიცინო დახმარების გარეშე ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს გულისა და სუნთქვის გაჩერების გამო.

როგორ დავეხმაროთ ტოქსიკომანს
მ თუ ახალი დაწყებული აქვს, საკმარისია მისი იზოლირება იმ კომპანიისგან, რომელიც ამისკენ უბიძგებს. თუ უკვე დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული, აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა - სპეციალისტები ჩაუტარებენ დეზინტოქსიკაციის კურსს და სპეციალური მეთოდებით დათრგუნავენ ინჰალანტებისადმი პათოლოგიურ ლტოლვას.
აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება.
სასურველია, ტოქსიკომანმა ზედმიწევნით იცოდეს, რა ნეგატიური შედეგი მოსდევს ინჰალანტების შესუნთქვას.
ყველაზე ეფექტიანია ახალი ინტერესებისა და გატაცების გაჩენა, რომლებიც მასში დადებით ემოციებს აღძრავს და თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს.
"ახალი თაობა "
შაბათი, 13 დეკემბერი, 2008 წელი

კანაფი



ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებებს მიეტანა. კანაფი, ჩვენში უფრო "პლანის" სახელით რომ იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია, თუმცა მას საფრთხედ თითქმის არავინ აღიქვამს. მომხმარებელთა უმრავლესობას ის უწყინარ გასართობად მიაჩნია. მართლა უვნებელია "პლანი"?
კანაფი, იგივე კანაბისი (ჩანნაბის შატივა), ფსიქოაქტიური თვისებების წყალობით გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე ექსტაზური მდგომარეობის მისაღწევად. მას ნარკოტიკების სამყაროს კარიბჭეს უწოდებენ. ვინაიდან, წესისამებრ, ის არის პირველი არალეგალური ფსიქოტროპული საშუალება, რომელსაც ეცნობიან მომავალში სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებლები."პლანს" შეუძლია გამოიწვიოს ნარკოტიკული მიჩვევა და მოახდინოს მავნე ზემოქმედება ორგანიზმის მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. დღესდღეობით ამაზე აღარავინ დავობს. დამოკიდებულების ჩამოყალიბებამდე ზოგჯერ საკმაო ხანი გაივლის, ზოგჯერ კი მიჩვევა მალევე ყალიბდება. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - როგორც ორგანიზმის თავისებურებებზე, ასევე ნარკოტიკის დოზებსა და მიღების ჯერადობაზე.
უკვე აღარავინ მალავს, რომ ჩვენში მარიხუანას თითქმის ყველა ახალგაზრდა ეწევა, გოგონებიც კი...კანაბისის მოხმარება მართლაც ფართოდ არის გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში და, ჩვენდა სავალალოდ, არამც თუ მომხმარებლები, მათი გარემომცველი წრეც კი არ აფასებს სათანადოდ ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებისგან მომავალ საფრთხეს. ხშირად ეწევიან გოგონებიც. თუმცა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები დღესდღეობით არ არსებობს, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, მოხმარებას იწყებენ ადრეულ პუბერტაციულ (13-14 წლის) ასაკში, განსაკუთრებით ინტენსიურად მოიხმარენ 16-დან 19 წლამდე, შემდგომ კი მიჩვევის შესაბამისად.
კანაფით ნარკოტიკული თრობის სურათი ბევრად არის დამოკიდებული ნარკოტიკის დოზაზე, განწყობაზე, გარემო პირობებზე, ინდივიდუალურ ამტანობაზე. კანაბისის მოხმარების ზღურბლოვან დოზად ითვლება 50 მგ/კგ. 150-200 მგ/კგ-ის მიღება გამოხატულ ეფექტს იწვევს, ხოლო 300-480 მგ/კგ-ისა - ცნობიერების დარღვევას და ჰალუცინაციებს.
კანაბისით ტიპურ მწვავე ინტოქსიკაციაში გამოყოფენ 4 ძირითად ფაზას:
I - შიშის ფაზა: შიში, შფოთვა, ფორიაქი, თავბრუხვევა, კიდურების სიმძიმე;
II - ფსიქოსენსორული და აფექტური დარღვევების გაძლიერების ფაზა: ცნობიერებისა და აზროვნების ცვლილება, უაზრო, არაპროდუქტიული მეტყველებითი და მოძრაობითი აქტიურობა, აღქმის დარღვევა (სპეციფიკურად ირღვევა მეხსიერება), მიდრიაზი - გუგების გაფართოება, თვალების ბრწყინვა, კონიუნქტივის ინიცირება, პირის სიმშრალე, პულსისა და არტერიული წნევის მომატება, მყეს-ძვალთა რეფლექსების გაცხოველება, კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება;
III - ღრმა ინტოქსიკაცია: ამ ფაზაში აღქმისა და ცნობიერების დარღვევა ძლიერდება, აზროვნება დაუკავშირებელი ხდება, შესაძლოა, მასში გამოიკვეთოს ბოდვითი შინაარსი, თუმცა ბოდვითი გამოვლინება უმთავრესად მეორეულია და აფექტურ-სენსორული სფეროს დარღვევათა გავლენით წარმოიშობა;
IV - თრობის მდგომარეობიდან გამოსვლა: ჰიპერგია, მოდუნება, სისუსტე, ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, სიფითრე, ასთენიურ ფონზე მკვეთრად გამოხატული შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, რომელსაც მოჰყვება ხანგრძლივი, მაგრამ ზედაპირული და მშფოთვარე ძილი.
არსებობს კანაბისით თრობის ატიპური გამოვლინებებიც, თუმცა ისინი უმთავრესად პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას იჩენს თავს. გამოყოფენ ჰაშიშურ ინტოქსიკაციურ დელირიუმს, ონეროიდულ სინდრომს და სხვა. მათ უმთავრესად ახასიათებთ დეზორიენტაცია ცნობიერების დაბინდვის ფონზე, დეპერსონალიზაციის ელემენტები, აზროვნების შენელება, მეხსიერების დაქვეითება. ზოგჯერ წარმოიშობა ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციებიც. არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფთან კონტაქტში შესვლა ძალიან ჭირს.
კანაბისი ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ყველა კანაბინოიდი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა და გროვდება ლიპიდებით მდიდარ ქსოვილებში: ტვინში, ფილტვებში, სასქესო ორგანოებში, აგრეთვე უჯრედის მემბრანებში, რომელთა გავლითაც აღწევს უჯრედის ბირთვს და ცვლის ბიოქიმიურ პროცესებსა და უჯრედთა მეტაბოლიზმს, არღვევს დნმ-ს, რნმ-სა და უჯრედოვანი ცილების სინთეზს. ამის შედეგად უჯრედოვანი აქტივობა ქვეითდება ან წყდება, რასაც ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციის დარღვევა მოჰყვება. მეხსიერების ხანმოკლე დარღვევაზე, მიზნებისა და ინტერესების შეზღუდვაზე აღარაფერს ვიტყვი - უარეს შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს ოვულაცია, სპერმის წარმოქმნა, განვითარდეს Bბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა, პირის, ხახის, მკერდის კიბო...


- როგორ დააღწიონ თავი პლანის მომხმარებლებმა ამ მავნე ჩვევას?
დაავადების საწყის ეტაპზე მისგან თავის დაღწევა არც ისე ძნელია. მთავარია, დროულად და სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს სამკურნალო თუ პროფილაქტიკური ღონისძიებები. დიდ როლს ასრულებს ის სოციუმიც, რომელშიც წამალდამოკიდებულს უხდება ცხოვრება. მთავარია, ეს ეტაპი არ გამოგვეპაროს და რჩევისთვის სპეციალისტს მივმართოთ. ყოველი არაადეკვატური ქმედება, უცნაური ქცევა, აზრი, გამომეტყველება შემჩნეული და სათანადოდ გაანალიზებული უნდა იქნეს. კიდევ ერთი: აუცილებელია, დაავადებულს შევუქმნათ მოტივიაცია ფხიზელი ცხოვრების რეჟიმისა და მკურნალობისთვის. რაც უფრო შინაარსიანია მოზარდის ცხოვრება, რაც უფრო დიდია მისი სულიერი საზრისი, რაც უფრო ჰარმონიული კავშირია მასა და მშობლებს, სოციალურ გარემოს შორის, მით უფრო ნაკლებია ამ მძიმე სენით დაავადების საფრთხე.

დღეს არსებული ნარკოტიკული ნივთიერებები რმდენიმე ჯგუფად იყოფა:

1.ოპიატები ანუ მორფინის ჯგუფის ალკალოიდები
2.ფსიქოსტიმულატორები ანუ კოკაინის ჯგუფის ნარკოტიკები
3.ჰალუცინოგენები

ოპიატები ანუ მორფინის ჯგუფის ალკალოიდები

. ოპიატები ანუ მორფინის ჯგუფის ალკალოიდები ყაყაჩოსგან მიღებული საშიში ნარკოტიკებია. მათ რიცხვს მიეკუთვნება მორფინი, კოდეინი და სინთეზურად მიღებული ჰეროინი.
მორფინი სინთეზურად 1952 მიიღეს და სახელწოდება ძილისა და სიზმრის ძველბერძნული ღმერთის მორფეას სახელი უწოდეს. 1955 მისი რენტგენოსტრუქტურული ანალიზი ჩაატარეს. ზუსტი სტრუქტურა და ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ მორფინი მოქმედებს ცენტრალური ნერვიული დიდი ნახევარსფეროების ქერქზე იწვევს ეიფორიას-სულუერი სიმშვიდის, განცალკევების, სურვილების შესრულების მოჩვენებით განცდება და აფერხებს მოძრაობოთ აქტივობებს. ის სწორედ იმ რეცეპტორებს უკავშირდება, რომლებსაც ორგანიზმის საკუთარი ენდომორფინები. რეგულარული ხმარებისას ორგანიზმი ეჩვევა წამალს და ფიზიკურად დამოკიდებული ხდება მასზე. მიჩვევა ვითარდება ისე სწრაფად, რომ ეფექტის მისაღებად განუწყვეტლივ უნდა გადიდდეს მორფინის დოზა 10-ჯერ მაინც. მორფინზე ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება როგორც მძიმე დაავადებაა: ტკივილი სახსრებისა და მუცლის არეში, ცრემლდენა, გულის არითმია, ტვინში სისიხლის მიწოლა, ტვინის ფუნქციის მოშლა, გაგუდვის შეგრძნება, ძლიერი დეპრესია მიღებებს შორის, მძიმე ხუთვები. მდგომარეობიდან გამოსასვლელად აუცილებელია ავადმყოფის მკურნალობა სპეციალურ სტაციონარში შემუშავებელი თერაპევტული პროგრამის ზუსტი დაცვით. მორფის ხმარების მკვეთრი შეწვეტა იწვევს ავადმყოფურ “ნარკოტიკით შიმშილის” მდგომარეობას და შეიძლება სიკვდილით დასრულდეს.
ჰეროინის მომხმარებელთა დიდი ნაწილი (ყოველი 5-დან 1) სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
შედარებით სუსტი ნარკოტიკული უნარით ხასიათდება კოდეინი, ამიტომ ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტებში გამოიყენება.
მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა მორფინის დამღუპველი გავლენა ორგანიზმზე, ქიმიკოსებმდა დაიწყეს ცდების სერია, რომლითაც ცდილობდნენ სინთეზურად მიეღოთ ისეთი ნევთიერებები, რომელთაც ექნებოდათ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, მაგრამ არ დააზიანებდნენ ადამიანის ჯამრთელობასა და ფსიქიკას. მათი მცდელობა ჯერ-ჯერობოთ ამაო აღმოჩნდა. პირიქით ამ ცდების პროცესში სინთეზურად მიიღეს დიაცეტილმორფინი ანუ ჰეროინი-საშინელი ნარკოტიკი, რომელიც იწვევს მიჩვევას უკვე ერთი დოზის შემდეგ. ნარკომაფიის საიდუმლო ლაბორატორიებში ჰეროინისა და სხვა სინთეზური ნარკოტიკების მიღება დღესაც გრძელდება. ჰეროინი ძლერ მოქმედი შხამია, რომლის 1 მილიგრამი აწყნარებს გაცოფებულ სპილოს. ის ადამიანის ორგანიზმზე ახდენს არა მარტო ნარკოტიკულ ეფექტს, არამედ იწვევს სუნთქვის მოშლას და ავადმყოფურად მასზე დამოკიდებულებას.

ჰალუცინოგენები

ჰალუცინოგენები ანუ ფსიქოტომეტიკები ნარკოტიკული ნივთიერებებია, რომლებიც იწვევნ ადამიანის ფსიქიკის ღრმა ცვლილებას. მათი წარმომადგენელია LSD-ლიზეგრინის მჟავას დიეთელამიდი. ის შემთხვევით სინთეზურად მიიღეს მე-20 საუკუნის შუა წლებში შვეიცარიაში ფირმა “სანდოსის” ქიმიკოსებმა, როდესაც ალკალოიდებისგან სამკურნალო პრეპარატებს ამზადებენ.
LSD-ს მიღებისას ფსიქიკა სინამდვილეს იმდენად ცვლის, რომ ადამიანს ესმის მუსიკის ხმა, ხმაური, ხედავს სხვადასხვა ფერს. ნარკოტიკი იწვევს ფსიქიკურ მიჩვევას, მაგრამ არა ფიზიკურს. მკურნალობა აუცილებელია მხოლოდ ძლიერი მოწამვლისას. ტოქსიკურია და საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებადაც გამოიყენება.

ფსიქოსტიმულატორები ანუ კოკაინის ჯგუფის ნარკოტიკები

გამოიყენება ცენტრალური ნერვიული სისტემის სტიმულატორებად. მათ რიცხვს მიეკუთვნება ამფეტამინი, კოკაინი, ეფედრინი, მარიხუანა, ჰაშიში და სხვა.
კოკაინი პირველად გამოჰყვეს მცენარე კოკას ფოთლებიდან. ის ხასიათდება ლოკალური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით და გამოიყენებოდა ადგილობრივი ანესთეზიისთვის, თვალის, ცხვირის, ყელის, ყბა-სახის ოპერაციების დროს. ტოქსიკურობის გამო დგეს ნარკოზისთვის იშვიათად იყენებენ. კოკაინი მოქმედებს ნეირონებზე, ცვლის ნერვიული იმპულსების გადაცემას ტვინის გარკვეულ ნაწილში, ამცირებს ნერვიული მემბრანის მგრძნობიარობას და ხელს უშლის იმპულსის გადამტანი მოლეკულების დაშლას სიგნალის გავლის შემდეგ. დიდი დოზით იწვევს აღზნებას, უძილობას, შიშს, გულისცემის გაიშვიათებასა და მოძრაობის შეფერხებას. აზიანებს ნერვიულ სისტემას, აძლიერებს სწრაფვას თვითმკვლელობისკენ. ფსიქიკური მიჩვევა იწყება უკვე მეორე მიღებაზე. ავადმყოფები სწრაფად იკლებენ წონაში, გრძნობენ სისუსტეს. ავადმყოფის მკურნალობისთვის საჭიროა სასწრაფოდ ნარკოტიკების მოშორება (ამით მას არ ემუქრება საფრთხე!) და დამამშვიდებელი საშუეალებებით მკურნალობა. დადებითი შედეგის მისაღებად სპეციალური თერაპევტული პროგრამა არ არის საჭირო, მაგრამ აუცილებელია მოთმენა.
მარიხუანა-კანაფის გამშრალი, დანაწევრებული ფოთლები და ყვავილებია, ჰაშიში კი იმავე მცენარის ფისო. ორივეს მოქმედი ნივთიერებაა ტეტრა. ეს ნივთიერაბა აზიანებს ნერვიულ და იმუნურ სისტემას, იწვევს აღქმის შესუსტებას, კოორდინაციის დარღვევას, ეიფორია და მოჩვენებით, არაადეკვატურად სამყაროს შეცნობას. 90-იან წლებში, კარგ საფრენ პირობებში, ჩამოვარდა თვითმფრინავი. მიზეზის გამოკვლევისას დადასტურდა, რომ ეკიპაჯის წევრები მარიხუანას გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ეიფორიის დროს საშინლად იმატებს სისხლის წნევა. შეიძლება განვითარდეს ტვინში სისხლჩაქცევა და სიკვდილით დასრულდეს. მარიხუანასა და ჰაშიშის კვამლში ბევრია კანცეროგენი.
დღეს მედიცინაში ფართოდ გამოიყენება კოკაინის სინთეზური ანალოგიები-ნოვაკაინი, დიკაინი და სხვა, რომელთაც ნარკოტიკული მოქმედება პრაქტიკულად არ ახასიათებთ.