ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერებადა μνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული.

ყაყაჩოს ცრემლები

პროექტის სახელი:"ყაყაჩოს ცრემლები“
პროექტის მოკლე აღწერა:ნარკოტიკული ნივთიერებები.
პროექტის სრული აღწერა:თემა ნარკომანიაზე,ნარკოტიკული ნივთიერებების კლასიფიკაცია,მათი ფარმაკოლოგია,მოქმედება ორგანიზმზე,მოზარდი თაობის ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება,ეცნობიან დაავადებებს,რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებიდან გამომდინარეობს:შიდსი,ჰეპატიტი,ვენერიული დაავადებები და სხვა.აგროვებენ ინფორმაციას ადამიანის სხვა მავნე ჩვევების შესახებ:ალკოჰოლი,თამბაქო.იკვლევენ თუ რაოდენ ააააუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი მოზარდისათვის.ებმებიან დისკუსიაში "ნარკომანია-სენი თუ დანაშაული"მოიძიებენ ინფორმაციას სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ.მოაგროვებენ ცნობებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან-სტატისტიკური მონაცემები.
ასაკი: 14-17 წელი
ვადები:12 კვირა
აქტივობები:დისკუსია,წარმოსახვითი ისტორიების შექმნა,ფოტო-გამოფენა,საკუთარი ნაშრომების გამოფენა,მხიარული სტარტები.
საგნობრივი კავშირი:ქიმია,ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება.ფიზიკური აღზრდა
მოსალოდნელი შედეგები:ჯანსაღი ცხოვრების წესი
სარგებელი სხვებისთვის:სრული ინფორმირება,ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი:ნინი ჯაშიაშვილი
ელ.ფოსტა:ninojash@gmail.com
პროექტის ფორუმი:არის თუ არა ნარკომანია განკურნებადი?
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nini jashqimia

ნარკოტიკული ისტორია

***მას პირველად ძველი ინდიელები გაეცნენ. ინკებმა კოკას ფოთლების მატონიზირებელი თვისება მეთერთმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. მართალია,ისინი ფოთლებს უბრალოდ ღეჭავდნენ, თუმცა შეგრძნებები ისეთივე ქონდათ,როგორც კოკაინის დღევანდელ მომხმარებელს, ოღონდ ასჯერ უფრო სუსტი.
***1859 წელს გერმანელმა მეცნიერმა,ალბერტ ნიუმანმა, კოკას ფოთლებისაგან მიიღო მატონიზირებელი ნივთიერება, თეთრი ფხვნილის სახით.მეცნიერმა ფხვნილს სუნი და გემო გაუსინჯა,სახელწოდებაც მანვე მოუძებნა და ,,კოკაინი” უწოდა.
***1863 წელს კოკაინს პირველად მოუძებნეს პრაქტიკული გამოყენება.მას უმატებდნენ კორსიკულ ღვინოში,,ვინ მარიანში”,რომელმაც მთელი ევროპა დაიპყრო.მას რომის პაპიც კი სვამდა.
***1886 წელს ამერიკაში უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი კოკა-კოლა გამოჩნდა. 20 წლის განმავლობაში მთელი ამერიკა ყოველ ერთ ჭიქა კოკა-კოლასთან ერთად 60 მილიგრამ კოკაინს იღებდა.
***1900 წელს აფთიაქებში თავისუფლად იყიდებოდა კოკაინი,ფარმაცევტები,მწარე ფხვნილის მიღებას ურჩევდნენ მათ ვინც თავს შეუძლოდ გრძნობდა.
***1916 წელს თეთრი ფხვნილის მოდამ ამერიკის სენატრშიც შეაღწია და როგორც იქნა მიხვდნენ,რომ ის ისეთივე საშიში ნარკოტიკი იყო როგორც ჰეროინი. ჰარისონის აქტმამ დაანგრია მითი მისი უწყინარობის შესახებ.კოკაინი მიაკუთვნეს ,,ა”ჯგუფის ნარკოტიკს და გამოაცხადეს როგორც განსაკუთრებულად საშიში და მავნე.

суббота, 9 января 2010 г.

ანტიდეპრესანტების მიღება უსაფრთხო არ არის

მავნე ნივთიერებების ზეგავლენაზე ინფორმაცია რომ ჰქონდეთ ადამიანებს მაშინ, როცა მიბაძვით, თავის მოსაწონებლად, თვითდასამკვიდრებლად თუ უბრალოდ, დროის მოსაკლავად სინჯავენ ნარკოტიკს, მათი უმრავლესობა თუ არა, ნახევარი მაინც უარს იტყოდა გასინჯვაზე. არავინ იცის, მერამდენე გასინჯვა აღმოჩნდება საბედისწერო და დამოკიდებულს გახდის მავნე ნივთიერებაზე პიროვნებას. შეიძლება საამისოდ ერთი "დაგემოვნებაც" კი საკმარისი იყოს. როგორც წესი, ინფორმაციას ამა თუ იმ "კაიფის" გამომწვევ ნივთიერებაზე ადამიანები ან უკვე განარკომანებულნი იძიებენ, როცა უკან დახევა ძალზე ძნელია, ან მაშინ, როცა რომელიმე ინფექციური დაავადებით დასნებოვანდებიან. დასნებოვნების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ მთავარი დამნაშავე "წამლის გაჩხერა" ყოფილა. თუმცა, არც მოსაწევი ნარკოტიკებია ორგანიზმისთვის ნაკლებად დამანგრეველი.
მაინც რა ზეგავლენას ახდენენ მავნე ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობაზე? რადენად შეეფერება სიმართლეს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების არსებობა, ან რამდენად რეალურია ის, რომ ზოგი ნაკლებ დამანგრევლად მოქმედებს ორგანიზმზე?როგორც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში გვითხრეს, მარიხუანა გამომშრალი კანაფის ანუ კანაბისის ფოთოლია, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინზე. ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, კარგავს კონტროლს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. სხვადასხვა ადამიანზე ეს ნივთიერება განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს. იგი "ურტყამს" თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას, ემოციებსა და განსჯას. არღვევს ასევე თავის ტვინის იმ უბნების მოქმედებას, რომელიც კოორდინაციას განაგებს. ეს კი იწვევს მოძრაობის დარღვევას და ქმნის ავტოავარიების მაღალ რისკს. ის, რომ "პლანის" ერთჯერადმა მოწევამ ვინმესთვის შეიძლება უპრობლემოდ ჩაიაროს, არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება არ ქმნის სერიოზულ რისკს. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, ერთმა მოწევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზისმაგვარი მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობითი და სმენითი მოჩვენებები და შიშები.
"პლანის" მოწევა პრაქტიკულად განუკურნებელ ფსიქიკურ აშლილობებს, თუნდაც "ჰაშიშურ ფსიქოზს" იწვევს, რაც ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას. იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ კი, თავის ტვინის შეუქცევად ცვლილებებს, განსაკუთრებით მოზარდებში. ამ ცვლილებების ზეგავლენით ქვეითდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი, მცირდება თავის ტვინის უჯრედების რაოდენობა, რომელიც აზროვნების ყველა პროცესში მონაწილეობს. ხდება აზროვნების შენელება, აღქმის მოშლა. თავის იჩენს ასევე გონებრივი შეზღუდვის ნიშნები.
მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებს გარკეული სიმპტომები ახასიათებთ. კერძოდ, თვალების ლორწოვანი გარსის გაწითლება, გუგების გაფართოება, გულისცემის აჩქარება, მომატებული არტერიული წნევა, გადაადგილების შენელება და მოძრაობის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, შიმშილის გრძნობა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევა, უაზროდ ბევრი ლაპარაკი, ეიფორია, შფოთვა, დროისა და სივრცის შეგრძნების დარღვევა, სმენისა და მხედველობის პათოლოგიური შეცვლა, მოჩვენებები.
რაც შეეხება აქროლად საინჰალაციო საშუალებებსა და ორგანულ გამხსნელებს, მათი მოხმარება ნარკოტიკული თრობის მიზნით ნარკოდამოკიდებულების უმძიმეს ფორმას იწვევს. აქროლად გამხსნელებს ნერვულ სისტემაზე ძლიერი ტოქსიკური ზემოქმედება ახასიათებთ, რის გამოც ხშირად ამ ნივთიერებებს ტოქსიკურს, ხოლო მათ მოხმარებას - ტოქსიკომანიას უწოდებენ. ტოქსიკომანიით ქუჩაში მცხოვრები ბავშვებიც არიან გატაცებულნი, რადგან მათი მოპოვება შედარებით იოლია ქუჩაში. საინჰალაციო საშუალებებს განეკუთვნება სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის აქროლადი ორგანული გამხსნელები, რომელიც შედის წებოების, საღებავების, პესტიციდების, აეროზოლების, ლაქების ამომყვანი სითხეების, საწვავის სითხეების და სხვათა შემადგენლობაში. ამ საშუალებების მოხმარება აზროვნების, მეხსიერების და აღქმის პროცესების ძლიერ დარღვევებს და ჭკუასუსტობას იწვევს. საინჰალაციო საშუალებების პირველი შესუნთქვისთანავე აღინიშნება მოჩვენებები, თავის ტკივილი, გულის მუშაობის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა; შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის მოშლა, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება.
დღეს გავრცელებული სტიმულატორები, კოქტეილები, ე.წ. "ვინტი" თუ "ჯეფი" მოქმედებენ ძირითადად ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე და იწვევენ მათ აგზნებას. სტიმულატორები ქიმიურად ძალიან აქტიური ნივთიერებებია. ასე რომ, იოლია დოზის გადაჭარბება და მწვავე მოწამვლის განვითარება. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, ამ დროს აღინიშნება ძლიერი მოუსვენრობა შფოთვითა და აგზნებადობით, უძილობა, აუტანელი თავის ტკივილი, გულისცემისა და არტერიული წნევის მატება, სუნთქვის გახშირება, ხშირად აღინიშნება კრუნჩხვები. სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლით, სხეულის გაუწყლოებით და გადახურებით.
სტიმულატორების ქრონიკული მოხმარებისას ვითარდება ფიზიკური და ფსიქიკური დაზიანებები: ძლიერი დეპრესია, პანიკური და მანიაკალური მდგომარეობა, ფსიქოზურ-შიზოფრენიული სიმპტომები. ფსიქოზური რეაქციები შეიძლება ერთჯერადი მოხმარებითაც განვითარდეს. დღეს გავრცელებულ შედარებით იაფფასიან ნარკოტიკულ კოქტეილებს ახასიათებთ ასევე პარკინსონის დაავადების მაგვარი მდგომარეობის განვითარება - ხელების კანკალი.
სტიმულატორების ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის სიმპტომებია უძილობა, უმადობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, პანიკა, ეიფორია, ემოციური და ფიზიკური აღგზნება, უაზრო, გადაჭარბებული მოძრაობა, უკონტროლო აგრესია, რომელსაც მოჰყვება საკუთარი თავის თუ სხვის მიმართ დაუნდობლობა, ფიზიკური ზიანის მიყენება და სიცოცხლის ხელყოფაც კი.
რაც შეეხება დეპრესანტებს, ანუ დამამშვიდებლებს, საჭიროების შემთხვევაში ექიმები ავადმყოფებს უნიშნავენ. ზოგი ფიქრობს, რომ მათი მიღება უსაფრთხოა და ექიმის დანიშნულების გარეშეც არის დასაშვები. მედიკოსები მხოლოდ გარკვეული ვადით ნიშნავენ ამ პრეპარატებს, რადგან ხანგრძლივად გამოყენება მათზე მიჯაჭვულობას იწვევს. ამ პრეპარატებზე დამოკიდებულ პირებს გამოხატული აქვთ უმძიმესი "აღკვეთის სინდრომი" ანუ "ლომკა" გაუსაძლისი ტკივილებით; გულყრა, მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების კონცენტრირების დაკარგვა, მეტყველების შენელება და გაღარიბება, აზროვნების დაქვეითება, რაც შეიძლება ჭკუასუსტობით დამთავრდეს. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, საძილე და დამამშვიდებელი ნივთიერებების მაღალი დოზები ერთჯერადი მოხმარებისთვისაც ძალზე სახიფათოა. მათ შეიძლება გამოიწვიონ სუნთქვისა და გულის მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა და სიკვდილი.

მერი ნამორაძე ბგაზეთი "ახალი თაობა"
ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

Комментариев нет:

Отправить комментарий