ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერებადა μνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული.

ყაყაჩოს ცრემლები

პროექტის სახელი:"ყაყაჩოს ცრემლები“
პროექტის მოკლე აღწერა:ნარკოტიკული ნივთიერებები.
პროექტის სრული აღწერა:თემა ნარკომანიაზე,ნარკოტიკული ნივთიერებების კლასიფიკაცია,მათი ფარმაკოლოგია,მოქმედება ორგანიზმზე,მოზარდი თაობის ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება,ეცნობიან დაავადებებს,რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებიდან გამომდინარეობს:შიდსი,ჰეპატიტი,ვენერიული დაავადებები და სხვა.აგროვებენ ინფორმაციას ადამიანის სხვა მავნე ჩვევების შესახებ:ალკოჰოლი,თამბაქო.იკვლევენ თუ რაოდენ ააააუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი მოზარდისათვის.ებმებიან დისკუსიაში "ნარკომანია-სენი თუ დანაშაული"მოიძიებენ ინფორმაციას სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ.მოაგროვებენ ცნობებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან-სტატისტიკური მონაცემები.
ასაკი: 14-17 წელი
ვადები:12 კვირა
აქტივობები:დისკუსია,წარმოსახვითი ისტორიების შექმნა,ფოტო-გამოფენა,საკუთარი ნაშრომების გამოფენა,მხიარული სტარტები.
საგნობრივი კავშირი:ქიმია,ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება.ფიზიკური აღზრდა
მოსალოდნელი შედეგები:ჯანსაღი ცხოვრების წესი
სარგებელი სხვებისთვის:სრული ინფორმირება,ჯანსაღი ცხოვრების პროვოცირება
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი:ნინი ჯაშიაშვილი
ელ.ფოსტა:ninojash@gmail.com
პროექტის ფორუმი:არის თუ არა ნარკომანია განკურნებადი?
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nini jashqimia

ნარკოტიკული ისტორია

***მას პირველად ძველი ინდიელები გაეცნენ. ინკებმა კოკას ფოთლების მატონიზირებელი თვისება მეთერთმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. მართალია,ისინი ფოთლებს უბრალოდ ღეჭავდნენ, თუმცა შეგრძნებები ისეთივე ქონდათ,როგორც კოკაინის დღევანდელ მომხმარებელს, ოღონდ ასჯერ უფრო სუსტი.
***1859 წელს გერმანელმა მეცნიერმა,ალბერტ ნიუმანმა, კოკას ფოთლებისაგან მიიღო მატონიზირებელი ნივთიერება, თეთრი ფხვნილის სახით.მეცნიერმა ფხვნილს სუნი და გემო გაუსინჯა,სახელწოდებაც მანვე მოუძებნა და ,,კოკაინი” უწოდა.
***1863 წელს კოკაინს პირველად მოუძებნეს პრაქტიკული გამოყენება.მას უმატებდნენ კორსიკულ ღვინოში,,ვინ მარიანში”,რომელმაც მთელი ევროპა დაიპყრო.მას რომის პაპიც კი სვამდა.
***1886 წელს ამერიკაში უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი კოკა-კოლა გამოჩნდა. 20 წლის განმავლობაში მთელი ამერიკა ყოველ ერთ ჭიქა კოკა-კოლასთან ერთად 60 მილიგრამ კოკაინს იღებდა.
***1900 წელს აფთიაქებში თავისუფლად იყიდებოდა კოკაინი,ფარმაცევტები,მწარე ფხვნილის მიღებას ურჩევდნენ მათ ვინც თავს შეუძლოდ გრძნობდა.
***1916 წელს თეთრი ფხვნილის მოდამ ამერიკის სენატრშიც შეაღწია და როგორც იქნა მიხვდნენ,რომ ის ისეთივე საშიში ნარკოტიკი იყო როგორც ჰეროინი. ჰარისონის აქტმამ დაანგრია მითი მისი უწყინარობის შესახებ.კოკაინი მიაკუთვნეს ,,ა”ჯგუფის ნარკოტიკს და გამოაცხადეს როგორც განსაკუთრებულად საშიში და მავნე.

суббота, 9 января 2010 г.

ტოქსიკომანია

ყოველდღიურ საუბარში ტოქსიკომანებს მათ ვუწოდებთ, ვინც ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვის გზით ცდილობს ეიფორიის განცდას, მედიცინაში კი ტოქსიკომანები არიან ისინიც, ვინც ინჰალანტების შესუნთქვასთან ერთად ავადმყოფურ ლტოლვას ფსიქოტროპულ, საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების მიმართაც ამჟღავნებენ. ტოქსიკომანია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მოზარდებს შორის. მფრინავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს მრავალი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება, რომლებიც თავისუფლად იყიდება. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.
საინჰალაციო ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევები მე-19 საუკუნის ბოლოს აღწერეს. ეს მედიცინის მუშაკების მიერ სანარკოზე ეთერის ორთქლის შესუნთქვა გახლდათ. მე-20 საუკუნის შუა ხანებში აშშ-ში, ევროპაში, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაშიც მოზარდები სულ უფრო და უფრო ხშირად შეისუნთქავდნენ სხვადასხვა აიროვან ნივთიერებას: ბენზინის ორთქლს, ზოგიერთი სახის წებოს, გამხსნელებსა და მეწაღეთა კრემებს.

ინჰალანტის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაცია
შესუნთქული ინჰალანტი სისხლის ნაკადში ძალზე სწრაფად ხვდება, პირდაპირ მოქმედებს თავისა და ზურგის ტვინზე, პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. დროთა განმავლობაში ტოქსიკომანების ტვინში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები ვითარდება, პატარავდება ტვინის ქერქი და ტვინის ზოგიერთი უბანი. ორგანიზმში მოხვედრილი ინჰალანტები განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილთან "მეგობრობენ" და ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველა ორგანოშია, ტოქსიკომანიაც ყველა ორგანოს აზიანებს. ყველაზე მეტად ზიანდება ტვინის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ტვინს იცავს და ნერვთა შორის კავშირს აუმჯობესებს, ამიტომ ტოქსიკომანები ნელ-ნელა კარგავენ აზროვნების, მეხსიერების, კუნთების კოორდინირებულად მოძრაობის უნარს და სხვა ვეგეტაციურ ფუნქციებს.
ტოქსიკური ნაერთების შესუნთქვა იწვევს მწვავე ინტოქსიკაციას, რომელიც 4 თანმიმდევრულ ფაზად ვითარდება:
I ფაზა იწყება ინჰალანტის 2-3 შესუნთქვის შემდეგ. ვითარდება თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წრეში ტრიალებო. გულისცემა ძლიერდება, მხედველობა ორმაგდება. სუბიექტი ითენთება და კოორდინაცია ერღვევა. თავს იჩენს სიმპტომები, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეზე მიგვითითებს. ხშირად მოზარდები უსიამოვნო შეგრძნებათა სიმრავლის გამო სწორედ ამ ფაზაში წყვეტენ ჩასუნთქვას.
II ფაზა, ეიფორია, მე-4-5 ჩასუნთქვაზე იწყება. ყველა წინა სიმპტომი ქრება და მათ ცვლის ხალისიანი განწყობა, სიმსუბუქე და ტალღისმიერი თავბრუხვევა.
III ფაზა, თრობა, იწყება მე-7-8 ჩასუნთქვაზე. ამ დროს ცნობიერება იბინდება. ხშირია გონების დაკარგვა. ტალღისებურ ეიფორიას უწონადობის განცდა ცვლის. ირღვევა დროისა და სივრცის, საგნების, ბგერების აღქმა. სუბიექტები არაადეკვატურობის გამო სწორედ ამ ფაზაში სჩადიან სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებებს. ეს ფაზა 15-20 წუთს გრძელდება.
IV, ფსიქოზური ფაზა - თავს იჩენს სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, დევნის შიში. ყოფილა შემთხვევები, როცა "მდევრისგან" თავის დასაღწევად მოზარდები ფანჯრიდან, სახურავიდან, ხიდიდან გადამხტარან. ეს ფაზა გრძელდება 20-25 წუთს. თრობის სრული სურათი დაახლოებით 45-60 წუთს გასტანს. მოწამვლის ნარჩენი შედეგები 1-3 დღე გრძელდება და მიღებულ დოზასა და ინჰალანტის სახეობაზეა დამოკიდებული.
დამოკიდებულების ფორმირებაზე მეტყველებს შემდეგი ნიშნები:
მოზარდი უკვე კომპანიისგან დამოუკიდებლად, მარტო ისუნთქავს ინჰალანტებს;
იზრდება გამოყენებული ნივთიერების ოდენობა - ადრე თუ ნახევარი ტუბი წებო ჰყოფნიდა, ახლა ერთიც აღარ კმარა;
დღეში ზედიზედ იტარებს რამდენიმე ინჰალაციას;
აგრესიას ამჟღავნებს იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამას უშლის.


ტოქსიკომანიის გართულებანი
ტოქსიკომანიისას გამოყენებული ინჰალანტები აღიზიანებენ ცხვირს, ცხვირ-ხახას, საყლაპავს, ტრაქეას, ფილტვებს, ამიტომ ტოქსიკომანებს გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა აქვთ, ხშირად ახველებენ, უვითარდებათ მწვავე პნევმონია ფილტვის ქსოვილის ქიმიური დაზიანების გამო. გართულებანი თავს იჩენს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა... მოსალოდნელია ტოქსიკური ნეფროპათიის (თირკმელების დაზიანება) და ტოქსიკური ჰეპატიტის (ღვიძლის დაზიანება) განვითარებაც. დოზის ძლიერი გადაჭარბებისას ვითარდება ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის მწვავე მოშლილობა. ცნს-ის პათოლოგიები გონების დაბინდვიდან კომამდე პროგრესირებს. შესაძლოა განვითარდეს ძლიერი კრუნჩხვა. ასეთ დროს დროული სამედიცინო დახმარების გარეშე ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს გულისა და სუნთქვის გაჩერების გამო.

როგორ დავეხმაროთ ტოქსიკომანს
მ თუ ახალი დაწყებული აქვს, საკმარისია მისი იზოლირება იმ კომპანიისგან, რომელიც ამისკენ უბიძგებს. თუ უკვე დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული, აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა - სპეციალისტები ჩაუტარებენ დეზინტოქსიკაციის კურსს და სპეციალური მეთოდებით დათრგუნავენ ინჰალანტებისადმი პათოლოგიურ ლტოლვას.
აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება.
სასურველია, ტოქსიკომანმა ზედმიწევნით იცოდეს, რა ნეგატიური შედეგი მოსდევს ინჰალანტების შესუნთქვას.
ყველაზე ეფექტიანია ახალი ინტერესებისა და გატაცების გაჩენა, რომლებიც მასში დადებით ემოციებს აღძრავს და თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს.
"ახალი თაობა "
შაბათი, 13 დეკემბერი, 2008 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий